კედლების, ფუნდამენტების, აუზების და სხვა შენობა-ნაგებობების ჰიდროიზოლაცია
კომპანია “Roof Line” გთავაზობთ ყველანაირი სახის ჰიდრო-საიზოლაციო სამუშაოების შესრულებას, რომლებიც ძირითადად კეთდება აუზებზე, წყლის რეზერვუარებზე, ხიდებზე, წყალსაცავებზე, ტერასებზე, აივნებზე, შენობის მიწისქვეშა კონსტრუქციებზე: კოლონები, საძირკველები, კედლები და სხვა.
ჰიდრო-იზოლაციის მოწყობის შემდეგ, ზედაპირებზე ყალიბდება ერთფეროვანი, წყალგაუმტარი, უნაკერო შრე, რომლის სრულად გაშრობა-გამყარების შემდეგ, პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება წყალგამტარობა. ობიექტისთვის ჰიდრო-საიზოლაციო სისტემის შერჩევა ყოველთვის ინდივიდუალურია და დამოკიდებულია რიგ გარემოებებზე.
კომპანია “Roof Line”-ის მიერ ხორციელდება ყველანაირი ჰიდრო-საიზოლაციო სამუშაოები. ვიყენებთ როგორც საკუთარ ასევე ბაზარზე არსებულ მასალებს. მასალები, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ხანგრძლივი დროით ჰიდრო-იზოლაცია, მრავალნაირია. მთავარია ზუსტად შერჩეული მასალები და შემდგომ მისი სწორად მოწყობა/მონტაჟი.
ძირითადად ჰიდრო-საიზოლაციო მასალებად ვიყენებთ:
- • პოლიურეთანს / პოლიურეას - წასასმელ, თხევად ე.წ. რეზინოვან მასალებს
- • ცემენტ-აკრილის ბაზაზე დამზადებულ წასასმელ მასალებს
- • ბითუმ-კაუჩუკის ბაზაზე დამზადებულ წასასმელ მასალებს
- • ბითუმოვან რულონურ SBS მოდიფიცირებულ მემბრანებს
მოწყობილ ჰიდრო-იზოლაციაზე მარტივად არის შეესაძლებელი მოპირკეთების გაკეთება. მაგ.: დაიგოს მეტლახი, ქვა, დეკი და სხვა.
ჰიდრო-საიზოლაციო ფენის დაცვა გარე ზემოქმედებისგან შესაძლებელია ბევრნაირად. მაგ.: სადრენაჟე მემბრანის ჩამოფარებით, ან XPS/EPS გაკვრით და სხვა მეთოდებით.